ლერი სულაბერიძე

მამაკაცს, რომელმაც ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. 

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას 28 ივლისს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 29 ივლისს დააკავეს.

კომენტარები