მსოფლიო

აშშ-ში წყვილს ნორვეგიის დროშა მოახსნევინეს, ადგილობრივებს დროშა კონფედერატების ეგონათ

0 კომენტარი

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ სენტ-ჯონსში მდებარე სასტუმროს, "სკანდინავიური ანანასის" მეპატრონეებს სასტუმროდან ნორვეგიის დროშის ჩამოხსნა მოუწიათ, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადგილობრივებს ნორვეგიის დროშა კონფედერატების დროშაში ერეოდათ. 

ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მეპატრონეებს რასიზმში ადანაშაულებდა და მეპატრონეებს შენობიდან დროშის ჩამოხსნას სთხოვდა. საპროტესტო მუხტმა მალევე სოციალურ ქსელში და სამოგზაურო პლატფორმებზე გადაინაცვალა, სადაც მეპატრონეებს კვლავ რასიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ, საბოლოოდ მეპატრონეებმა ნორვეგიის დროშა შენობიდან მოხსნეს. 

სასტუმრო, "სკანდინავიური ანანასი" გრეი და კირსტენ ოფენბეკერებს ეკუთვნით, რომელთა წინაპრებიც ამერიკაში ნორვეგიიდან ჩამოვიდნენ. წყვილი სენტ-ჯონსში 2018 წელს გადავიდა და სასტუმროც ამავე წელს გახსნეს, რომლის შესავლელშიც აშშ-სა და ნორვეგიის დროშები იყო ჩამოკიდებული. 

როგორც ოფენბეკერები ამბობენ, ბრალდებები რასიზმში სასტუმროს გახსნისთანავე დაიწყო, რადგან ადგილობრივებს იგი კონფედერატების დროშა ეგონათ, რომელსაც დღეს ბევრ რასიზმის სიმბოლოდ აღიქვამს. დროშები ერთმანეთს მხოლოდ ფერთა პალიტრით გავს, თუმცა სხვა მხრივ მსგავსება ძნელი შესამჩნევია. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები