ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო მშპ-ს 7.7%-იან კლებაზე: ეკონომიკა ჯანსაღდება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკას ეხმაურება. სამინისტროს შეფასებით, ივნისში მშპ-ს 7.7%-იანი კლება იმის ნიშანია, რომ "ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და გამოცოცხლებას იწყებს. 

სამინისტროსთვის ოპტიმიზმის საფუძველი ის არის, რომ მაისსა და აპრილთან შედარებით, ივნისში კლების დონე განახევრდა. ცნობისთვის: მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში 16.6%-ით. 

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ დინამიკა საქართველოს მთავრობის გადადგმულ სწორ ნაბიჯებს ადასტურებს და მალე საქართველოს ეკონომიკა გადალახავს უარყოფითი გარემოს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 5.8%-ით შემცირდა. თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი — +5.1%;
  • თებერვალი — +2.2%;
  • მარტი — -2,7%;
  • აპრილი — -16.6%;
  • მაისი — -13.5%;
  • ივნისი — -7.7%.

კომენტარები