არჩევნები 2020

ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

ტაბულა

ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

"ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად" - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ "ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი".

მან კოლეგა პარტიებს მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა, აღნიშნა, რომ მზად არის პატიოსანი კონკურენციისთვის.

კომენტარები