არჩევნები 2020

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 3 აგვისტოს, პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას გახდა ცნობილი.

"დღეიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას, კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან, კამპანიას, რომლის შედეგადაც მარტო ქართული ოცნება კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება, ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია, რომლის ცენტრალური ნაწილი იქნება ევროპული საქართველო.

ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური, ინოვაციებით აღსავსე, მებრძოლი საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს კამპანია დამთავრდება წარმატებით მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და დასრულდება დიდი მარცხით ბიძინა ივანიშვილისთვის" - თქვა სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველოს შტაბში ასევე იქნებიან ნინო გოგუაძე, გიორგი კანდელაკი, ირაკლი კიკნაველიძე, გიორგი გაბაშვილი.

კომენტარები