საქართველოს პარლამენტი

TI: 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

პარლამენტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს, 3 აგვისტოს, პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარისშის მიხედვით, 2019 წელს პარლამენტში 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

21 დეპუტატი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით 2019 წელს საერთოდ არ უსარგებლია:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა)
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა)
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი)
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი)
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა)
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა)
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა)
  • ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო)
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)

კომენტარები