ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში, დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს, მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დამხმარე სათავსოში შევიდა და ელექტროგაყვანილობას შეეხო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.