კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს კვლევა გრძელდება

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 სააათში დადასტურებული კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, 1-ის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. 

ეზუგბაიას თქმით, 2 შემოტანილი შემთხვევიდან 1 სატვირთოს მძღოლია.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 37 პაციენტი მკურნალობს. ექიმის თქმით, ყველას მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არცერთთან არ შეინიშნება. ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ და მსუბუქად ფასდება.

დღეს, 4 აგვისტოს, ქვეყანაში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 182 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 962 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები