კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო გაჩიანია, 1 სატვირთოს მძღოლი, 3-ის წყაროს ივლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო სოფელი გაჩიანია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, მათგან ერთი - სატვირთოს მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი. ოთხის წყარო უკვე დადასტურებული შემთხვევებია, სამის კონტაქტებს კი კვლავ იკვლევენ. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ივლისის თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო - 240, გამოჯანმრთელებულების კი - 144. პირველი აგვისტოდან დადასტურებულია 26, გამოჯანმრთელებული კი - 27 შემთხვევა. რაც შეეხება სატვირთოს მძღოლებს, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით, სულ 66 მძღოლი დაინფიცირდა. 

ეზუგბაიას თქმით, ინფეციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის, 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

"გუშინ გვყავდა 37 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2, შემოვიდა 5 ახალი დადასტურებული და დღეს მკურნალობს 40. ხუთიდან სამი არის გაჩიანის წყარო, ერთი შემოტანილი, ერთი კი - საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დღეს ჩატარდება გაფართოებული კვლევა და სიმძიმის შეფასება მოხდება". - ამბობს ეზუგბაია.

სულ, საქართველოში კორონავირუსი 1 197 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 974 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

 

კომენტარები