კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი: 80 000 თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახმარებას მიიღებს

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის გამო მთავრობას დასახმარებლად 250 000-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან, 170 000-მა პირმა ერთჯერადი 300 ლარი მიიღო - მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარადგინეს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩენილ 80 000-ს მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა და წარმოადგინა დოკუმენტაცია, დაერიცხოს ეს სამასი ლარი. ამით თვითდასაქმებულთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება". – თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ 80 000 მოქალაქე დახმარებას სექტემბრამდე მიიღებს.

კომენტარები