არჩევნები 2020

პრემიერის მტკიცებით, დაანონსებული დახმარებები არჩევნებს არ უკავშირდება

0 კომენტარი
გიორგი გახარია ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მტკიცებით, დაანონსებული დახმარებები არჩევნებს არ უკავშირდება. მისი თქმით, იცოდა, რომ "მსგავსი სპეკულირებები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე".

"თორემ, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტიანი ოპოზიცია რომ გვყავდეს, შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამიტომ ცოტა ვიჩქარეთ, რომ კიდევ უფრო... ამიტომ, არანაირი კავშირი არ არის. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება". – ამბობს გიორგი გახარია.

6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყება გამოაცხადა. მან უკვე ზამთრის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაც კი დააანონსა.

  • კომუნალური გადასახადები ნოემბერ-თებერვალშიც იმავე პრინციპით იქნება დაფინანსებული, ანუ 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება ისევ დაკომპენსირდება სახელმწიფოს მხრიდან.
  • მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან 2020 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს.
  • 80 000 თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახმარებას მიიღებს.
  • 11 აგვისტოს თბილისიდან გერმანიაში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი დაინიშნება, რომლის ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები