არჩევნები 2020

ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ნათელაშვილი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა / Screengrab

ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება.

"ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდი ნორმალური საარჩევნო სისტემის მისაღებად, მე მინდა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოვადგინო ჩემი თავი". – თქვა ბექა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე.

ბექა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანია და ახალგაზრდა ლეიბორისტული ფრთის ლიდერი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები