ახალქალაქი

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი: გარდაცვლილის ნათესავებმა ახალქალაქში რამდენიმე სახლი დაწვეს

0 კომენტარი
ფოტო: JNEWS

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული კაცის ნათესავებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. 

"კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულ კონტროლზე აქვს აყვანილი მდგომარეობა". – უთხრა ამირანაშვილმა ინტერპრესნიუსს

ახალქალქში დაპირისპირება დღეს, 8 აგვისტოს მოხდა. დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. უწყებაში მომხდარზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ თუ გამოძიების მიმდინარეობისას სხვა დანაშაული გამოიკვეთება, მას შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები