კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა

Shannon Stapleton/Reuters

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 - მესტიაში გამოვლინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა თქვა და აღნიშნა, რომ ყველა ინფიცირებული, ფაქტობრივად, ერთი ოჯახის წევრია.

მისივე თქმით, ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულების 37 კონტაქტი უკვე მოკვლეულია

"პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს. წყაროს გამოსავლენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ხუთი ბრიგადა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში" . – თქვა ვიბლიანმა

რეგიონის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები