IRI-ის კვლევა

IRI: კვირას რომ არჩევნები იყოს – ოცნება - 33%, ენმ - 16%, ევროპელები/თავდემები - 5%

ghn.ge

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები - 5% (მეორე არჩევანი - 6%). 

ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელს მხარს 3% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), პატრიოტთა ალიანსს 3% (მეორე არჩევანი - 5%), ლეიბორისტული პარტიას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 3%). 2-2% დაუჭერდა მხარს ლელოსა (მეორე არჩევანი - 3%) და გირჩს (მეორე არჩევანი - 1%). 

მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ასახელებს დემოკრატიულ მოძრაობას, გამარჯვებულ საქართველოსა და სხვა პარტიას. კიდევ ერთი პროცენტი არცერთს არ ასახელებს. არ იცის 17%-მა, პასუხის გაცემა არ სურს 11%-ს. 

ამასთან, კითხვაზე "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არცერთ გარემოებაში?", ყველაზე მეტი, 29% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 25% ქართულ ოცნებას, 16% გირჩს, 12% კი პატრიოტთა ალიანსს. 9-9% არასდროს მისცემდა ხმას ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) და დემოკრატიულ მოძრაობას (ნინო ბურჯანაძე). 

7% არასდროს მისცემდა ხმას ევროპულ საქართველოს/თავისუფალ დემოკრატებს. 6-6% ხმას არასდროს მისცემდა გამარჯვებულ საქართველოს (ირაკლი ოქრუაშვილი), კონსერვატიულ პარტიასა და ლელოს. 5-5% ხმას არასდროს მისცემდა ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელსა და თავისუფალ საქართველოს, 4-4% რესპუბლიკელებსა და სამოქალაქო მოძრაობას (ალეკო ელისაშვილი). 

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა. 

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები