გიორგი გახარია

გახარია: სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

0 კომენტარი
გიორგი გახარია ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს. პრემიერის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასის დაცემაა. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ, 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, დაახლოებით, 22 თეთრი, არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა". - ამბობს გახარია. 

მისი თქმით, ეს პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები