მოძრაობის შეზღუდვა

მერია: მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირიზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

0 კომენტარი
დავით აღმაშენებლის ძეგლი, მარშალ გელოვანის გამზირი ფოტო: Anna Popova / panoramio.com

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის" შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა დაიკეტება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლად რეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ "ბრიკორამასა" და "აგროჰაბს" შორის ამავალი გზით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები