კროონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ქობულეთში, ერთ-ერთ კაფეში მომუშავე პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

0 კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მისი თქმით, ქალი უკვე იზოლირებულია და მისი კონტაქტებიც მოკვლეულია. 

"ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე ჰავანა და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ამ კაფეს ვიზიტორი, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს". - ამბობს იმნაძე. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები