კორონავირუსი საქართველოში

16 აგვისტოს საქართველოში covid 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, არავინ გამოჯანმრთელებულა

დღეს, 16 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა, თუმცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი უცვლელია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები