როუზ მაკგოუვენი

მსახიობმა როუზ მაკგოუვენმა რეჟისორი ალექსანდერ პეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

Variety

მსახიობმა როუზ მაკგოუვენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რეჟისორი ალექსანდერ პეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

"ალექსანდერ პეინ, დამსვი და პორნოს მაყურებინე, დღემდე მახსოვს შენი სილვერლეიქის სახლი. დიდი “ღირსების” პატრონი ხარ. ამის შემდეგ ქუჩის კუთხეში დამტოვე. მე 15 წლის ვიყავი". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მაკგოუვენი ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. 

2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან ჰოლივუდის რეჟისორზე ისაუბრა, რომელმაც მასზე სექსუალურად იძალადა. მაკგოუვენმა მისი ვინაობა მხოლოდ ახლა გაამხილა.

ამ ეტაპზე რეჟისორს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

კომენტარები