საქართველოში, დაბა ჯავას მიმდებარე ტერიტორიაზე 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:50 საათზე დაბა ჯავადან დასავლეთით 9კმ-ში, სოფელ აბანოსთან მოხდა.