კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების – 6-ით

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით 10-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი – 6-ით. 

მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო საიტზე 19 აგვისტოს, 09:45 საათზე განახლდა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 10 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

რაც შეეხება დანარჩენებს, ერთი ლენჯერის კლასტერიდანაა, თუმცა, არა ინფიცირებულს ვირუსი არა სვანეთში, არამედ თბილისში დაუდასტურდა. 4 შემთხვევა დადასტურებულ ინფიცირებულებთან კონტაქტია, ორიც კი შემოტანილია და მათ ახალი კორონავირუსი საკარანტინო ზონაში დაუდასტურდათ. 

ამ დროისთვის სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 1 361 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 098 გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები