არჩევნები 2020

ეპისკოპოსები პარტიის სამსახურში - ვინ ეხმარება ხელისუფლებას თქვენი რწმენით ვაჭრობაში

ეპისკოპოსები პარტიულ ღონისძიებებზე

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ადგილობრივ ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები დადიან. 

გთავაზობთ იმ იერარქთა არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც მმართველი პარტიის კანდიდატთა წარდგენებს დაესწრნენ.

დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

მეუფე დიმიტრი კაპანაძე

ლაგოდეხის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

მეუფე სერგი ჩეკურიშვილი

იმავე კანდიდატის ახმეტის მოსახლეობასთანს წარდგენის ღონისძიებას კი ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი დაესწრო.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

 

კომენტარები