ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ინგლისელ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ამერიკელმა პოპმომღერალმა ტეილორ სვიფტმა ინგლისელ სტუდენტს 23 000 ფუნტი სტერლინგი ჩაურიცხა.

ვიტორია მარიო პორტუგალიიდან ლონდონში ოთხი წლის წინ გადასახლდა. მიმდინარე წელს მას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც საქველმოქმედო საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. სტუდენტს მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად 40 000 ფუნტი სტერლინგი სჭირდებოდა.

საიტის მომხმარებლების შემოწირულობამ 17 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა, დარჩენილი თანხა კი ტეილორ სვიფტმა ჩარიცხა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები