ავარია შატილის გზაზე

ექიმი: შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, გიორგი მძინარიშვილის თქმით, შატილის გზაზე ავარიის დროს დასავებული სამი ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, ორი მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი, ერთს კი კვლევები უტარდება. სწორედ კვლევების შემდეგ გაირკვევა, ჩაუტარდებათ თუ არა დაშავებულებს ოპერაცია.

„სამი ქალია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები". - თქვა გიორგი მძინარიშვილმა.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. სწორედ გადარჩენილ 3 პირზე საუბრობს ექიმი გიორგი მძინარიშვილი.

კომენტარები