ქართული ოცნება

ქართული ოცნება სააკაშვილის ვიდეოზე: Miha Hamodiii

ქართული ოცნების ოფიციალური Facebook გვერდი მიხეილ სააკაშვილის დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება.

გვერდმა ვიდეო გააზიარა და დააწერა:

"Miha Hamodiii".

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრუნდება.

"ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები"! – ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები