ახალი კორონავირუსი საქართველოში

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია ტაბულას პარლამენტის პრესამსახურმა დაუდასტურა.

მათი ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ PCR ტესტირება. ტესტზე პასუხი უარყოფითია.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია.

კომენტარები