გარდაცვალება

ლისის ტბასთან 2008 წელს დაბადებულ მოზარდს პატრული დაეჯახა, იგი გარდაიცვალა

ლისის გზაზე 2008 წელს დაბადებულ მოზარდს პატრულის მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა." – წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები