კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 11 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 7 კი შემოტანილია. შემოტანილი შემთხვევებიდან 2 სატვირთოს მძღოლია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 487 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები