ეკონომიკის ზრდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

Shutterstock

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით 2020 წლის ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.5%-ით შემცირდა. ივნისში კლება -7.7% იყო, მაისში -13.5%, აპრილში კი -16.6%. 

რაც შეეხება ამ წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელს, ის -5.8%-ია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა დარგში გამოვლინდა. გამონაკლისი სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა. 

2020 წლის პირველ კვარტალში მშპ 2.2%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში კი, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკა -12.6%-ით შემცირდა. 

კომენტარები