კადრს მიღმა: ჩედვიკ ბოუსმენი

კადრს მიღმა: ჩედვიკ ბოუსმენი

0 კომენტარი
ფოტო: ABC

28 აგვისტოს ამერიკელი მსახიობი, შავი პანტერისა და შურისმაძიებლების ვარსკვლავი, ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 

2016 წელს მსახიობს მსხვილი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოთხი წლის განმავლობაში დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი როლები ბოუსმენმა სწორედ ამ პერიოდში შეასრულა. ხშირად გადასაღებ მოედანზე მსახიობი ქიმიოთერაპიის კურსებს შორის მიდიოდა.

ბოუსმენის სამსახიობო კარიერა 2003 წელს დაიწყო. მან 15 სრულმეტრაჟიან ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება. პირველი წარმატება 2013 წელს გამოსულ სურათში 42 შესრულებულმა როლმა მოუტანა. 2014 წელს ბოუსმენმა ლეგენდარული სოულის მომღერალი, ჯეიმს ბრაუნი ფილმში - Get On Up განასახიერა. 2016 წლიდან Marvel-ის ოთხ ფილმში შეასრულა შავი პანტერის როლი.

წარმოგიდგენთ ჩედვიკ ბოუსმენს კადრს მიღმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები