კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით არ ვიცით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯამში 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით არ იციან. აქედან 5 - ახალი შემთხვევებიდანაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები