კორონავირუსი საქართველოში

დონა: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა

http://cyc.ge/

ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია დონა აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა მათ მეორე ფილიალშიც დადასტურდა. 

დონას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონდიტრო კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ასრულებდა ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას.

"ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას".- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

2 სექტემბერს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. 21 შემთხვევა ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ბათუმში გაფართოებული ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს დილიდან ბულვარის მიმდებარედ მესამე კარავიც დაემატა, სადაც, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება. ასევე დღეს დილიდან ხუთმა კლინიკამ ამბოლატორული ტესტირება დაიწყო. მისივე თქმით, ბათუმში ყოველდღიურად საშუალოდ 1600-1800 ტესტის ჩატარების რესურსია. ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები