ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ ადამიანს COVID 19 დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ ადამიანს COVID 19 დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და სასტუმროში ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა.

"სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთი ადამიანი იყო საეჭვო, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. ამიტომ, ის გაიტესტა ახლა და დადასტურდა ინფექცია.

იქ, ალბათ, ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა ადამიანების. პირველ რიგში ახლო კონტაქტების. მათი კარანტინში და იზოლაციაში გადაყვანა, ვინც მასთან შეხებაში იყვნენ". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები