საქსტატი

9.7%-ით გაძვირდა ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით

საქსტატი

საქსტატმა აგვისტოს ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.86% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 5.7%-ია.

აგვისტოში ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა.

ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით - 11.3%, მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი - 9.5%, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება - 9.1%.

კომენტარები