კორონავირუსი საქართველოში

შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდეს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდეს. 

"კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე უკვე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის ან ესტონეთის მოქალაქეობა ან ცხოვრების მუდმივი უფლება არ აქვს და ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისით არ მოდის, საქართველოში 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. სავალდებულო კარანტინი ასევე ეხებათ ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. მათ ამაში ფული თავად უნდა გადაიხადონ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები