საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია

მეუფე იაკობი კრიტიკულ მედიაზე: არავის ვაპატიებ ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თავის საკვირაო ქადაგებაში ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ პასუხი მოეთხოვებათ. 

"ჩვენ პასუხს მოვითხოვთ, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას. ბოლობოლო ხომ ვიცით, ვინ დგას მაგათ უკან და მმართველები ვინ არიან. ის გამიჭირდება სადმე შევხვდე მაგათ?! მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე? ჩანაწერსაც გავაკეთებ რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა". – ამბობს ეპისკოპოსი იაკობი.

ამავდროულად, იაკობმა სხვა მღვდელმთავრებს მოუწოდა ხმა ამოიღონ "ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე."

"ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც უნდა ამოიღონ ხმა, არ შეიძლება სულ მე გამოვდიოდე და ვამბობდე რაღაცას. თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ ყველას, კამპანია არის ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია - ვინმე, თუ ვინმე გვყავს უვარგისი ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებასაც დაიწყებენ, შორს არიან მაქიდან". – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. 

ამასთანავე, მეუფე იაკობი ამბობს, რომ მზად არის "ტელევიზიის შეფებს სადაც უნდათ, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ იქ შეხვდეს."

კომენტარები