ალექსეი ნავალნის მოწამვლა

გერმანელმა ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს

0 კომენტარი
ალექსეი ნავალნი ფოტო: ABC News

ბერლინში მდებარე კლინიკა, შარიტეს ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. 

კლინიკის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ნავალნი, ასევე, მოხსნეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან. რუსი ოპოზიციონერისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკურნალი ექიმების თქმით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და იგი უკვე რეაგირებს გარშემო მყოფების მიმართვებზე. 

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები