კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

აქამდე საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში - 42 ინფიცირებული - 16 აპრილს იყო დადასტურებული. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები