კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 8 სექტემბერს აღირიცხა - 45 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები