კორონავირუსი საქართველოში

თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბრამდე არ გაიხსნება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

თეატრები, კინოთეატრები და ბავშთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბრამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა. 

"ნაწილი 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მათი გახსნა გადაიდო 1 თვით". – ამბობს მეზვრიშვილი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

კომენტარები