ევროპული საქართველო

კაპანაძე: მოვუწოდებთ მთავრობას, სწავლის დაწყებამდე მასწავლებელებს COVID 19-ზე ტესტი ჩაუტარონ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს მასწავლებელთა ტესტირება კორონავირუსზე.

სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იზრდება ვირუსის გავრცელების საფრთხე. კაპანაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტოს, განათლების სამინისტროს და უწყებათაშორის საბჭოს, რომ განიხილონ ეს თემა და მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ტესტირება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოხდეს მასწავლებლების ტესტირება, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ სურათი, არიან თუ არა მასწავლებლები ინფიცირებულნი, რათა არ მოხდეს შემდეგში სწრაფი გავრცელება. ამიტომ ევროპული საქართველოს სურს მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს, განათლების მინისტრს და უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, რომ ეს საკითხი განიხილოს. მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, საქართველოსთვის და მათ შორის მასწავლებლებისთვის, რომ ინფორმაცია არსებობდეს და დაზღვეულები ვიყოთ მაქსიმალურად, რომ გაირკვეს მასწავლებლებში ხომ არ არის დაინფიცირებულების მზარდი რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ შეჩერდეს ან შეყოვნდეს ეპიდემიის გავრცელება". – აცხადებს სერგი კაპანაძე.

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.

კომენტარები