ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კომპანია ნოვას თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სამშენებლო კომპანია კომპანია ნოვას თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ახალი კორონავირუსი მაღაზიის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. სამშენებლო მაღაზიათა ქსელი ამ დროისთვის დაკეტილია.

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები