კორონავირუსი აჭარაში

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში დადასტურდა. 

მათივე ცნობით, სტაციონარში 122 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინო სივრცეში კი მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდ დადებითი პაციენტი.

ქვეყანაში ბოლო 24 დადასტურებული 57 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს COVID-19-ისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები