ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ნავალნი გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა მოსალოდნელზე სწრაფად უმჯობესდება - insider

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

მას შემდეგ, რაც ექიმებმა ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე ამის შესახებ Insider-ის, Bellingcat-ის და Der Spiegel-ის მიერ მომზადებულ ერთობლივ მასალაშია ნათქვამი. 

მათი ინფორმაციით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესია. როგორც გამოცემაში ამბობენ ნავალნიმ მოწამვლამდე მომხდარი მოვლენებიც გაიხსენა.

ექიმების აზრით, ნავალნი უკვე თითქმის სრულად აღიდგინა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ფიზიკურად იგი მხოლოდ 90%-ს აღიდგენს. ნოვიჩოკით მოწამლული სერგეი და იულია სკრიპალებისა და ემილიან გებრევის რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობდა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ნავალნი პილოტის მოქმედებებმა გადაარჩინა, რომელმაც თვითფრინავი პირველი შესაძლებლობისთანავე დასვა. მნიშვნელოვანი იყო, ისიც, რომ ნავალნის ატროპინი უკვე აეროპორტში გაუკეთეს. 

გამოცემის ინფრომაციით, ნავალნისთან უკვე დაშვებული არიან მნახველები ადრე ამის საშუალება მხოლოდ ექიმებს და ნავალნის ცოლს ჰქონდათ. ნავალნის სანახავად მნახველებს გაძლიერებული დაცვის სამი კორიდორის გავლა მოუწევთ. 

კლინიკა შარიტეს დაცვა განსაკუთრებით მას შემდეგ გააძლიერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ყველაფერი ახსოვს, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მას რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. 

მასალაში, ასევე, ნათქვამია, რომ გერმანული სპეცსამსახურები ემზადებიან არამხოლოდ ფიზიკური საფრთხისთვის, არამედ, დეზინფორმაციული შტურმისთვისაც, რომლის მიზანიც იქნება კლინიკა შარიტეს დისკრედიტაცია.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები