სიძულვილის ენა

MDF: 2019 წელს ქართული ოცნების წევრებმა 28 დისკრიმინაციული განცხადება გააკეთეს, ენმ-მა 11

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება. კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების წევრებმა მონიტორინგის პერიოდში 28 დისრკიმინაციული განცხადება გააკეთეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა – 11. 

"პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებებიდან ყველაზე მეტი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ საკითხებზე იკვეთებოდა მმართველი პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა (გეი ფილმის ჩვენება), ასევე "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" (ანტისაოკუპაციო პროტესტის გეი რევოლუციასთან დაკავშირება) შეფასებების თანხვედრა." - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

MDF-ის ინფორმაციით, მედიამონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხორციელდებოდა, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე.

კომენტარები