არჩევნები 2020

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა

გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა. ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

გიორგი გახარია ქართული ოცნების მთავრობაში ჯერ ეკონომიკის მინისტრის, შემდეგ კი, შს მინისტრის პოსტს იკავებდა. 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.

მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს, 2019 წლის 3 სექტემბერს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა. 

კომენტარები