არჩევნები 2020

გახარია, თალაკვაძე, კობახიძე, წულუკიანი, მდინარაძე - ქართული ოცნების სიის ოცეული ცნობილია

ქართული ოცნება

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. მმართველი გუნდი პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს. სიის პირველი ნომერია მოქმედი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე არიან.

სიის ოცეულში ასევე არიან მოქმედი დეპუტატები - კახა კუჭავა და გიორგი კახიანი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ამილახვარი, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი, იურისტი შალვა პაპუაშვილი, მორაგბე დავით კაჭარავა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.ნიკა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი ხელაშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და თბილისის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი.

კომენტარები