ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები

TI: ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში ოცნების შემომწირველი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში ქართული ოცნების შემწირველი.

კვლევიდან ირკვევა, რომ მთლიანობაში მათ ქართულ ოცნებას 740,826 ₾ შესწირეს.

"ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე". - წერია კვლევაში. 

გამჭვირვალობის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი - 30-დან 19 - ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

გარდა ამისა, კვლევაში ნახსენებია, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები. ესენი არიან: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.

კომენტარები