ისრაელი-ბაჰრეინი

ტრამპმა ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დააანონსა

დონალდ ტრამპი
Reuters

დონალდ ტრამპმა ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დააანონსა მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფასთან. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ Twitter-ში დაწერა:

"კიდევ ერთი ისტორიული გარღვევა მოხდა დღეს! ჩვენი ორი დიდებული მეგობარი, ისრაელი და ბაჰრეინის სამეფო დებენ სამშვიდობო შეთანხმებას – 30 დღეში ეს მეორე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან მშვიდობას ამყარებს!

ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას დასთანხმდა. 

"ახლო აღმოსავლეთში მეტი მშვიდობისკენ ისტორიული მიღწევაა... ამ ორ დინამიკურ საზოგადოებასა და მოწინავე ეკონომიკას შორის პირდაპირი დიალოგისა და კავშირების გახსნა ახლო აღმოსავლეთის პოზიტიურ გარდაქმნას გააგრძელებს და ამ რეგიონში გაზრდის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას," - ვკითხულობთ ტრამპის, ნეთანიაჰუს და მეფე ჰამადის ერთობლივ განცხადებაში. 

მანამდე, 13 აგვისტოს, ტრამპმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. მაშინ ტრამპი წერდა: "ახლა, როდესაც ყინული დაიძრა, მე ველი, რომ სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნები მიბაძავენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს".

არაბთა გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, ბაჰრეინი-ისრაელის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კომერციული, უსაფრთხოების და სხვა სახის ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. 

17 აგვისტოს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატური ურთიერთობის დაწყებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ სატელეფონო კომუნიკაცია დაიწყო.

 

კომენტარები